Wednesday, November 13, 2013

პ         რ          ო        ე         ქ       ტ        ი

პროექტის სახელი– – – მეომრის   აღზრდა  საქართველოში“

პროექტის   აღწერა– –– მოსწავლეები   მოიძიებენ  მივიწყებული მეომრის  აღზრდის  წესებსა და ტრადიციებს,მოიპოვებენ თქმულებებს და   რეალურ   ფაქტებს.   გაიგებენ  საქართველოს , რომელ  კუთხეებში რა ტრადიციები ახლავს მეომრის  აღზრდას.   ჩაატარებენ  თავიაანთ  კუთხეში(სოფელში, ქალაქში) კვლევას. შეისწავლიან  როგორი არზრდის  წესი   იყო  საქართველოს სხვა  და სხვა  კუთხეში   განსხვავებულ  ეპოქებში.  მოსწავლეები  დაწერენ   ესეებს  აღნიშნულ  თემასთან  დაკავშირებით.  ასევე  ლექსებს.  შექმნიან  ჩანახატებს,  მოიძიებენ  ფოტო  მასალას  და გააკეთებენ  პრეზენტაციას.
მოსწავლეები  შექმნიან  ელ.  ვერსიას,  სადაც  განათავსებენ  მოძიებულ ინფორმაციას,  ასევე  შეგროვებულ  ფოტო მასალას.

მონაწილეთა   ასაკი–––  11–12 წელი

ვადები/ ხანგრძლივობა––1 თვე

პროექტის  შესაძლო   აქტივობები  კლასში––  კვლევა, მოძიებული  მასალის  ანალიზი,  პრეზენტაცია,  ელ. ვერსიის შედგენა,დამხმარე  ლიტერატურის  მოძიება.

მოსალოდნელი  შედეგები––მოსწავლეებმა  შეიძლება  გააკეთონ  ალბომი,  ვებ. გვერდი,  ბლოგი,  ჩანახატი.  მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას და უნარებს.
სასარგებლო  სხვებისთვის––––ელ. ვერსიის  მნახველები  გაიღრმავებენ  ცოდნას  მეომრის აღზრდის ქართული  ტრადიციის,  მემკვიდრეობის,  მისი  მნიშვნელობის  შესახებ.

სამუშაო  ენა–––– ქართული.